მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში სახელმწიფო პროგრამით 30 571 სოცდაუცველი დასაქმდა

63ecab3035c7a
მარიამ ვარადაშვილი
15.02.23 14:15
971
იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 667 668 ათასი შეადგინა, ხოლო შემწეობის მიმღებთა ოჯახების რაოდენობა 178 ათასამდე გაიზარდა.

გასული წლის დეკემბერში ოჯახების რაოდენობა 149 864 იყო, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 670 551 იყო.

ამას გარდა, სოციალური მომსახურების სააგენტომ დეკემბრიდან საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირებისა და ოჯახების შესახებ დაიწყო სტატისტიკის გამოქვეყნება. დეკემბერში პროგრამის ფარგლებში დასაქმებული იყო 29711, ხოლო იანვარში მათი რიცხვი 30 571 ათასამდე გაიზარდა.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. პირობების თანახმად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა; სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს ოთხი წელი უწყვეტად უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობა ანუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე ოთხწლიანი მორატორიუმი მოქმედებს.

ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შემთხვევაშიც სოციალურად დაუცველ პირს 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი დახმარება უნარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები