იანვარში თბილისში 3,151 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში ბინების ბაზრის ზომა 11%-ით, 197 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
წლის პირველ თვეში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2023 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ახალაშენებული და ძველი ბინების გასაყიდ ფასებს, აღნიშნულ პერიოდში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი - 2%-ით შემცირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში, გარეუბნებში საშუალო გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 11% და 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.