მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა - Colliers Georgia-ს განახლება

იანვარში თბილისში 3,151 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კოლიერს ჯორჯიას მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში ბინების ბაზრის ზომა 11%-ით, 197 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წლის პირველ თვეში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2023 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბათუმს, გასულ თვეში ბინების გაყიდვების კლების პარალელურად, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი გაიზარდა.

სტუმარი: ლეო ჩიქავა - „კოლიერს ჯორჯიას“ კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები