TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში, უნაღდო დანახარჯების და უნდაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 22% და 14%-ით გაიზარდა.
იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა 28%-იანი წილი, ხოლო რესტორნებში დანახარჯებმა 17%-იანი წილი დაიკავა. ამავე თვეში, წლიურად 21%-ით გაიზარდა სურსათზე უნაღდო დანახარჯები. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარი იყო.
თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 46%-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 459 ლარს გაუტოლდა. რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 18%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს, იანვარში 193 ლარი იყო. რაც შეეხება არარეზიდენტებს, საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 674 ლარს შეადგენდა.
2026 წლის იანვარში, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 30 ლარი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 110%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია 139 ლარს გაუტოლდა.
იანვარში 26%-ით გაიზარდა უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 110 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საწვავს, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 21%-ით გაიზარდა და ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 54 ლარი შეადგინა.
მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა გასული წლის იანვართან შედარებით, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 43 ლარს გაუტოლდა.
ასევე ზრდაა ფარმაციაზე. 2026 წლის იანვარში, ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარს გაუტოლდა.




























