2021 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 94.5% შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ უცხოეთის 34,909 მოქალაქე იმყოფებოდა. რაოდენობრივად შემცირება 598,000-ს შეადგენს.
საჰარეო საზღვრის ჩაკეტვის გამო, ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (85%) სახმელეთო გზით შემოვიდა. ამასთან, ვიზიტორებს შორის 30,905, ანუ 91% კაცი იყო, ხოლო ქალების რაოდენობამ 8.5%, ანუ 2 860 შეადგინა.
ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2021 წლის იანვარში განხორციელდა ვიზიტები:
1 თურქეთი - 14 500 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,7%
2 საქართველო (არარეზიდენტი) - 5 732 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,7%
3 სომხეთი - 3 875 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,8%
4 აზერბაიჯანი - 3 138 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,5%
5 რუსეთი - 1 916 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,8%
6 უზბეკეთი - 1 291 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 13,7%
7 უკრაინა - 626 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,1%
8 ყაზახეთი - 385 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,6%
9 ბელარუსი - 310 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,6%
10 ტაჯიკეთი - 255 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -47,3%
11 საფრანგეთი - 226 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,1%
12 გერმანია - 205 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,7%
13 ბულგარეთი - 146 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -71,1%
14 აშშ - 121 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,0%
15 ყირგიზეთი - 118 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,2%
2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი ჯერჯერობით არაა.
2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას წარმოადგენს. ვიზიტორების დიდი ნაწილი 2020 წლის პირველ კვარტალში ლოქდაუნამდე შემოვიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
























