მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

623475cc55c0e
მარიამ ვარადაშვილი
18.03.22 16:15
1061

იაპონია რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს აფართოებს. კერძოდ, ქვეყანა სანქციებს დაუწესებს რუსეთის 15 მოქალაქესა და 9 ორგანიზაციას. სანქცირებულთა შორის იქნებიან თავდაცვის ძალებში მომუშავე პირები და თავდაცვის საშუალებების ექსპორტიორი სახელმწიფო სააგენტო. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, იაპონიამ რუსეთს სანქციები რამდენჯერმე დაუწესა. იაპონიის მიერ დაწესებული საინქციები მოიცავს, ჯამში, რუსეთის 80-მდე მოქალაქეს, 7 ბანკსა და სხვ. 

რაც შეეხება ახალ სანქციებს, ის შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას, ასევე ავიამშენებლობის კორპორაციას, რომელიც საბრძოლო თვითმფინავებს აწარმოებს. 

ამას გარდა, Reuters-ი იაპონიის მმართველი პარტიის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი შემდეგ კვირას იაპონიის პარლამენტს მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები