მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიამ რეცესიის თავიდან არიდება შეძლო - მშპ 1.1%-ით გაიზარდა

63eb3d4d28898
გიორგი თოლორდავა
14.02.23 12:02
666
იაპონიამ რეცესიის თავიდან არიდება შეძლო - გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

რაც შეეხება IV კვარტლის მონაცემებს, ამ შემთხვევაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 0.6%-ს შეადგენს.

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, იაპონიის ეკონომიკის მოცულობა ამჟამად 4.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას რიგით მესამე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ აქცევს, რა თქმა უნდა, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ.

რეცესიის თავიდან არიდება მსუბუქი მონეტარული პოლიტიკითა და დაბალი საპროცენტო განაკვეთებით იქნა შესაძლებელი, რამაც, თავის მხრივ, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვია - წლიური ინფლაციის დონე იაპონიაში ამჟამად 4%-ის ფარგლებშია, რაც ბოლო 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები