იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 0.15%-იან ნიშნულზე განისაზღვრა.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.
გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.