იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 0.5%-იან ნიშნულზე განისაზღვრა.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.




























