მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

იაპონიის ცენტრალური ბანკი

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ცვლილების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საპროცენტო პუნქტით, 0.75%-მდე გაზარდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ 1995 წლის შემდეგ იაპონია მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისაგან თავს იკავებდა და საპროცენტო განაკვეთი 2008 წლის ეკონომიკური კრიზისისა და 2020 წლის პანდემიის მიუხედავადაც კი არ შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტებს პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი ჰქონდათ, რადგან იაპონია ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, ეს კი მსგავსი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერ მოხერხდება.

ცენტრალურ ბანკში არსებული პროცენტის ცვლილება არ გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება მომდევნო თვეებში. მათ შორის, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ფასები. ფინანსური ინსტიტუტის მმართველმა, კაუზო უედამ ასევე დააანონსა, რომ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ნორმალიზაცია სურს, რაც ეკონომისტების შეფასებით იაპონიის მრავალწლიანი დეფლაციის დასრულებას მოასწავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები