მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა 20 ივნისამდე გაახანგრძლივა

60b1002819b22
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.21 18:45
650
იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიდე სუგას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 20 ივნისამდე გახანგრძლივდება. სუგას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რაოდენობა ოსაკასა და ტოკიოში დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მაინც მაღალია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ბოლო დღეებში ინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა მდგომარეობა ჯერ ისევ უპროგნოზოა... ამის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივო საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა სუგამ.

Tokyo 2020 Games-ის ხელმძღვანელი სეიკო ჰაშიმოტო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამატებით დეტალებზე საუბარი უჭირს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში ოლიმპიური თამაშების გამართვა ივლისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები