მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიაში ინტერნეტის რეკორდულ სიჩქარეს, 1808 კმ-ზე წამში 1 მილიონ გიგაბაიტის მიაღწიეს

ინტერნეტი

იაპონიაში, კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NICT) მკვლევართა ჯგუფმა სპეციალურად შექმნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით ინტერნეტის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწიეს. კერძოდ, 1808 კილომეტრზე ერთ წამში ჯგუფმა 1.02 პეტაბიტი - 1.02 x 106 GB - მოცულობის მონაცემები 19-ბირთვიანი ოპტიკური კაბელით გაგზავნა.

კვლევის ანგარიშში ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შექმნილი ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია, AI-სა და 6G ინტერნეტის წყალობით მონაცემთა ტრაფიკის ზრდის ფონზე, სამომავლო ქსელის მომზადებაში დაგვეხმარება.

რამდენიმე წელია მეცნიერები ოპტიკურ ბოჭკოებში გატარებული ინფორმაციის მოცულობის გაზრდაზე მუშაობენ. აქამდე დასაშვები იყო ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით წამში 1 პეტაბიტი მონაცემების გაგზავნა, თუმცა ეს მხოლოდ მოკლე,1 000 კმ-ზე ნაკლებ დისტანციაზე იყო შესაძლებელი. გრძელ დისტანციაზე დიდი მოცულობის დატას გადაგზავნა კი მეცნიერებისთვის კვლავ გამოწვევად რჩებოდა. ეს იმიტომ, რომ მონაცემთა გადაგზავნის შემდეგ სიგნალი იკლებს, მასალების ათასობით ბოჭკოში გავლა ყველანაირი დაბრკოლების გარეშე კი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, კვლევის ავტორებმა სპეციალური 19-ბირთვიანი ბოჭკოვანი კაბელი შექმნეს.

ახალი იაპონური ტექნოლოგია ერთზოლიანი გზის 19-ზოლიანი სუპერმაგისტრალით ჩანაცვლებას ჰგავს, თუმცა ბოჭკოს დიამეტრი უცვლელად, 0.125 მმ-ზე რჩება, რაც დღესაც გამოიყენება არსებულ ინფრასტრუქტურაში. თითოეული ბოჭკო ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადასცემს. მეცნიერებმა გაძლიერების ჭკვიანი სისტემაც შექმნეს, რომელიც ბოჭკოში სიგნალის გაუმჯობესებას ემსახურება.

სწორედ ამ ტექნოლოგიების განვითარებას გააჩნია 1808 კილომეტრზე წამში 1.02 პეტაბიტი მონაცემის გაგზავნის შესაძლებლობა, რაც სტანდარტული ზომის კაბელის გამოყენებით ოპტიკურ-ბოჭკოვან კომუნიკაციებში ახალი მსოფლიო რეკორდია.

6G-ის, თვითმართვადი ავტომობილების, ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ეპოქაში დიდი მოცულობით მონაცემთა გადასაგზავნად მსოფლიოს მონაცემთა მასშტაბური ციფრული მაგისტრალები დასჭირდება, რისი შექმნის შესაძლებლობასაც ეს იაპონური გამოგონება იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები