იაპონიაში მიწისძვრას 84-მდე ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს არის დაღუპულთა საბოლოო რიცხვი, რადგან ათასობით მაშველი ამ დრომდე იმყოფება სტიქიური უბედურების ზონაში და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას ცდილობენ.
ამ დრომდე მაშველებმა 156 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 79 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზუსტი ზიანი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.