მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მომხდარის გამო,ერთ-ერთი დამნაშავე მშენებლობაზე ნებართვის გამცემია - ოსმან თურანი

63ebb659e359d
ალა ისპირიანი
14.02.23 20:47
1982
თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ, ქვეყნის 10 პროვინცია და 14 მილიონი მოქალაქე დააზარალა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 35,000-ს აღწევს, თუმცა გაერო პროგნოზირებს, რომ კვირის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი 50,000-მდე გაიზრდება.

თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა $84 მილიარდს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია. $70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის, $10 მილიარდი კი - ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზე.

“ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე ოსმან თურანი მიიჩნევს, რომ მომხდარის გამო მხოლოდ ერთი კომპანიის დადანაშაულება არასწორია. მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე სამშენებლო სექტორია და ასევე ისინი ვინც მშენებლობაზე ნებართვები გასცა.

„ეს ტერიტორია ძალიან დიდი, 109 000 კვადრატული კილომეტრია. ბევრი ქვეყანაა ამ ტერიტორიაზე ნაკლები, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე ორჯერ მეტია. ეს მიწისძვრა 14-მდე მილიონ ადამიანს შეეხო. ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა და ალბათ წარსულში არ იყო გათვალისწინებული სამშენებლო პროცედურები და წესები. ზიანი ძალიან დიდია. დამნაშავე ალბათ ძალიან ბევრია და ერთ-ერთი სამშენებლო სექტორია. დამნაშავეები, ასევე ისინი არიან, ვინც მშენებლობაზე ნებართვები გასცა. ერთ ორგანიზაციას, რომ ხელი შევაწმინდოთ მგონი არასწორი იქნება“, - განაცხადა ოსმან თურანმა.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე საჭირო დაზარალებული მოსახლეობისთვის, საცხოვრებელი და ჰიგიენაა:“კარვები საკმარისი არ არის. საპირფარეშო და აბაზანა ასევე თემაა. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, ეპიდემიის საშიშროება დგასო, რადგან გარშემო სიბინძურეა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები