მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

63f3b937b4c14
ალა ისპირიანი
20.02.23 22:14
2275
თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრა, ნაკლებად ძლიერი იყო, ვიდრე თავდაპირველი 7.8 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრები, თუმცა მოსახლეობას იგი აშინებს.

თვითმხილველების თქმით, სამაშველო ჯგუფები ადამიანების უვნებლობას ამოწმებდნენ.

თურქული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

შეგახსენებთ, ექვს თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. მათ შორის ბოლო მიწისძვრა შვიდ თებერვალსაც მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდა იყო.

ერთ-ერთი მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 28,000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი 100,000-ს აღწევს. სამაშველო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს, 500,000-მდე მოქალაქე კი მიწისძვრის ეპიცენტრიდან ევაკუირებულია.

თურქეთის ეკონომიკური ზარალის წინასწარი შეფასება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები