მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$84 მილიარდი – თურქეთის ეკონომიკური ზარალის წინასწარი შეფასება

63e9d931183ae
გიორგი თოლორდავა
13.02.23 11:00
807
თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა 84 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია.

$70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის; $10 მილიარდი კი - ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზე.

გასულ კვირას მომხდარმა მიწისძვრამ თურქეთის 10 პროვინცია და 14 მილიონი მოქალაქე დააზარალა. ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 35,000-ს აღწევს, თუმცა გაერო პროგნოზირებს, რომ კვირის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი 50,000-მდე გაიზრდება.

ბიზნეს კონფედერაციის შეფასებით, წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 5.4%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ალტერნატიულ პროგნოზებს, Bloomberg-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ზარალის მოცულობა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ს მიაღწევს, ანუ ეკონომიკური ზიანი 40-50 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქვეყანაში რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყება, ზუსტად ერთ წელში კი თითქმის სრულად აღდგება ქვეყნის დანგრეული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, გზები და გადამცემი ხაზები.