მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს

63e0c649547ad
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.23 13:24
1172
საქართველოს საელჩო თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

„2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მუშაობას საგანგებო რეჟიმში და მოქმედებს ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, თურქეთის დროით 04:17 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 353 კილომეტრში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვართან ახლოს, ქალაქ გაზიანტეპთან იყო. ბოლო ინფორმაციით, თურქეთის და სირიის მასშტაბით მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები