მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 28,000-ს გადააჭარბა

63e8bca692b92
გიორგი თოლორდავა
12.02.23 17:00
608
მიწისძვრების შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 28,000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი 100,000-ს აღწევს. სამაშველო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს, 500,000-მდე მოქალაქე კი მიწისძვრის ეპიცენტრიდან ევაკუირებულია.

შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მოსახლეობის ნაწილმა, რომელთაც სახლები დაენგრათ, ღამე ქუჩაში გაათენეს. სტიქიის ზონებში მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ათასობით მოხალისე სამაშველო ჯგუფებს უერთდება, რის გამოც სტიქიის ზონებთან საცობებია. 

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თურქეთში მაშველებს და დახმარებას გზავნის, მათ შორის არიან იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, აშშ, ისრაელი და ევროკავშირის ქვეყნები. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები