მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მიწისძვრის გამო, სულ მცირე 5 606 შენობა ჩამოინგრა - CNN

63e170f4e240b
ალა ისპირიანი
07.02.23 01:11
770
CNN-ი თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ მიწისძვრის დროს და მის შემდეგ მინიმუმ 5 606 შენობა ჩამოინგრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის რეგიონში სულ 19 574 მაშველი მუშაობს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 700-ს გადააჭარბა, დაშავებული კი 13 580-ია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, საქართველოს საზღვრიდან 353 კილომეტრში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვართან ახლოს, ქალაქ გაზიანტეპთან იყო. სტიქიის ზონებში სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარის გამო ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები