მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწისძვრების გამო თურქეთში ბუნებრივი აირის მოპოვება შეფერხდა

6409dda40c071
სალომე ხიდურელი
09.03.23 19:00
728
გასულ თვეს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, თურქეთში შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის პირველადი მოპოვება ერთ თვემდე ვადით გადაიდო. ინფორმაციას თურქული გამომცემლობა Daily Sabah ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, გაზის მოპოვების შეფერხება პროექტზე მომუშავე ათასობით თანამშრომლის მიერ სამსახურის მიტოვებამ გამოიწვია.

როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფატიჰ დონმეზი განმარტავს, სამუშაოების გადადების მიზეზი თანამშრომლების მიერ მიწისძვრის შედეგად დაშავებული ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოვლა და მათი რესურსების რეგიონში გადანაწილება გახდა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის მოპოვება მარტის ბოლოდან განახლდება და ადგილობრივ გაზს თურქეთის მოსახლეობას აპრილის ბოლოდან/მაისის დასაწყისიდან მიაწოდებენ.

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ შავ ზღვაში საქარიას გაზის საბადოში 710 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინეს. აქამდე თურქეთი გაზის მოპოვებით სამუშაოების დაწყებას მარტის ბოლოსთვის გეგმავდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები