მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვითარებაა თურქეთში? - CNN ტურისტებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

63e50ff414378
მარიამ იზორია
10.02.23 00:00
1299
გამანადგურებელმა მიწისძვრამ, თურქეთსა და სირიაში, ამ დროის მონაცემებით 16 000-ზე მეტი ადამანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე თურქეთის ქალაქ გაზაინთეფთან, სირიის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20 000 გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

2022 წელს თურქეთმა ტურიზმით რეკორდული შემოსავალი მიიღო, კერძოდ ქვეყანამ ტურიზმიდან 46 მილიარდ სამი მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ქვეყნის ტურიზმის მინისტრი იუწყებოდა, რომ 2023 წელს ეს რიცხვი 56 მილიარდ დოლარამდე გაიზრდებოდა და მეტიც, ქვეყანაში 7 სანაპიროს კიდევ უფრო კეთილმოწყობა და ტურისტების ამ გზით მოზდივდა იგეგმებოდა.

თურქეთის ტურიზმის მინისტრი მეჰმეთ ერსოი ქვეყანაში ტურისტების იმ სეგმენტსაც გამოყოფდა, რომელთა მოზიდვაზეც განსაკუთრებულად იმუშავებდნენ. მისი განცხადებით, აქცენტი ამერიკის მოქალაქეებზე გაკეთდებოდა, თუმცა ტრაგედიის შემდეგ აშშ-მა ამერიკელ მოგზაურებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. მოწოდებას შეუერთდა გაერთიანებული სამეფოც, საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანელებს მოწუოდესბ - მოერიდონ ეპიცენტის ზონებს.

თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე წინასწარი მოგზაურობა ჰქონდათ თურქეთში დაგეგმილი, უჩნდებათ კითხვა, რამდენად უსაფრთხოა თურქეთში ტურისტული ვიზიტი?

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის დაახლოებით 10 პროვინცია დაზარალდა. ესენია: ადანა, ადიამანი, დიარბექირი, ჰატაი, გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, კილისი, მალატია, ოსმანიე და შანლიურფა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაზარალებულ პროვინციებში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, საერთაშორისო ავიაკომპანიები ფრენებს თურქეთის მიმართულებით და თურქეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით კვლავ ახორციელებენ, თუმცა თურქულმა ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინმა" ბოლო დღეების განმავლობაში ასობით ფრენა გააუქმა. თურქეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაკეტილია თურქეთის ადანას აეროპორტი. ამასთან, ასაფრენი ბილიკის დაზიანების გამო, ოპერირება ჰატაის აეროპორტმაც შეწყვიტა. საჰაერო მიმოსვლისთვის გადაადგილება შეზღუდულია გაზიანთეფ ოღუზელის საერთაშორისო აეროპორტშიც. თუმცა სტამბულის აეროპორტი, ანუ ქვეყნის მთავარი აეროპორტი ჩვეული რეჟიმით მუშაობს. თუქეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ მოგზაურებს, რომლებსაც ფრენები დაზიანებულ აეროპორტში აქვთ, განახლებული ინფორმაციისთვის ავიაკომპანიებს უნდა მიმართონ.

საბოლოოდ, რა ელით მოგზაურებს, რომლებიც თურქეთში დასვენებას გეგმავდნენ?

CNN-ის ცნობით, მიწისძვრის მთავარი ეპიცენტრი - გაზიანთეფი ქვეყნის მთავარი ტურისტული ცენტრებიდან შედარებით შორს მდებარეობს. გაზიანთეფი საჰაერო გზით 594 კილომეტრით არის დაშორებული ანტალიისგან. ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ქალაქიდან - სტამბოლიდნა კი 850 კილომეტრით. ამიტომ იმ ადამიანებისთვსი, რომლებიც გამგზავრებას ამ მიმართულებებზე გეგმავენ, ნაკლებად სავარაუდოა რომ მიწისძვრა ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს, თუმცა ბიძგების განმეორების შესაძლებობა კვლავ შემაშფოთებელია. Სწორედ ამ მიზნით, ქვეყნების მთავრობებმა უკვე დაიწყეს მოწოდებები - არ იმოგზაურონ თურქეთში მომდევნო თვეების განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები