მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 7 000-ზე მეტი დაიღუპა და 35 000-ზე მეტი დაშავდა - CNN

63e2a57ea0b77
ალა ისპირიანი
07.02.23 23:17
653
თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 7 266-ია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია. 

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. მათ შორის ბოლო მიწისძვრა დღეს დილით ადრე მოხდა, რომლის სიმძლავრეც 5.5 მაგნიტუდა იყო.

მოსახლეობის ნაწილმა, რომელთაც სახლები დაენგრათ, ღამე ქუჩაში გაათენეს. სტიქიის ზონებში მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ათასობით მოხალისე სამაშველო ჯგუფებს უერთდება, რის გამოც სტიქიის ზონებთან საცობებია. მხოლოდ სტამბოლიდან 13 000 მაშველი და მოხალისე გაგზავნეს.

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თურქეთში მაშველებს და დახმარებას გზავნის, მათ შორის არიან იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, აშშ, ისრაელი და ევროკავშირის ქვეყნები.
დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.

თურქეთის პრეზიდენტმა შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები