მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში მმართველმა პარტიამ, რომელიც ქვეყანას 1955 წლიდან თითქმის უწყვეტად მართავს, უმრავლესობა დაკარგა

შიგერუ იშიბა

იაპონიაში 27 ოქტომბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (LDP), რომელიც 1955 წლიდან თითქმის უწყვეტად მართავს ქვეყანას, უმრავლესობა ვერ მოიპოვა და 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

ამის მიუხედავად, LDP-მ მაინც მეტი ადგილის მოპოვება შეძლო პარლამენტში, ვიდრე უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, რაც იმას უკავშირდება, რომ ოპოზიციამ გაერთიანება და ამომრჩევლის დარწმუნება ვერ შეძლო.

არსებული შედეგებით, 465-წევრიან პარლამენტში მმართველმა პარტიამ მის კოალიციურ პარტნიორთან ერთად 215 ადგილი მოიპოვა, ხოლო უდიდესმა ოპოზიციურმა "კონსტიტუციურ-დემოკრატიულმა პარტიამ" (CDP) - 148. უმრავლესობისთვის კი 233 მანდატი იყო საჭირო.

ეს არის "მკაცრი განაჩენი", თქვა პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ, რომელმაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერად არჩევიდან სამ დღის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თანამდებობა დატოვა თავის კაბინეტთან ერთად, რითაც გზა გაუხსნა მის შემცვლელს, შიგერუ იშიბას თანამდებობის დასაკავებლად. 67 წლის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შიგერუ იშიბა მმართველი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერად 27 სექტემბერს აირჩიეს კიშიდას ნაცვლად, რომელმაც აგვისტოში განაცხადა, რომ გადადგებოდა თავისი 3-წლიანი მმართველობის ვადის ბოლოს. საგულისხმოა, რომ არჩევნებს წინ მმართველი პარტიისთვის მღელვარე რამდენიმე წელი უსწრებდა, სკანდალების კასკადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები