მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა - BBC

5e3a7bf371e0a
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 13:10
996
საკრუიზო გემის 10 მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გემი ამჟამად გაჩერებულია იაპონიის პორტ იოკოჰამაში. ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.

როგორც იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, თავდაპირველად ხომალდზე ვირუსი 80 წლის ჰონგ-კონგელ მამაკაცს დაუდგინეს.

ათივე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 50 წელს გადაცილებულია. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი იაპონიის მოქალაქეა, ორი - ავსტრალიელი და ერთი - ამერიკელი. დანარჩენი ინფიცირებულების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული.

გემზე სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. ექიმებმა 300 ადამიანი უკვე შეამოწმეს და პროცესი გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 492-ს მიაღწია; დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 24 505 შეადგინა, მათ შორის 350 ევროპელია. გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირებულია უხანს გარეთ, ერთი -  ფილიპინებში და მეორე - ჰონგ-კონგში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ დროისთვის მსოფლიოს 23 ქვეყანაშია გამოვლენილი; მათ შორის საფრანგეთში, ფინეთში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და ბრიტანეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები