მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ავიახაზები 50 000 უფასო ავიაბილეთს არიგებს

5e0a39e145193
BM.GE
30.12.19 23:55
1616
იაპონიის ავიახაზები 50 000 უფასო ავიაბილეთს არიგებს. თებერვლის თვიდან ავიაკომპანია შიდა ფრენების ორი გზის ბილეთებს დაარიგებს. გამგზავრება იქნება ტოკიოდან ან ოსაკას აეროპორტებიდან და მიმართულება უნდა იყოს იაპონიის ოთხიდან ერთი რომელიმე ქალაქი, რომელსაც ავიაკომპანია აარჩევს. ეს ტურისტებს წაახალისებს ტოკიოსა და ოსაკას გარდა, სხვა ქალაქებიც მოინახულონ იაპონიაში ვიზიტის დროს.

„ვიზიტორებს შეუძლიათ აღმოაჩინონ უფრო მეტი ქვეყნის გასაოცარი ისტორიის და კულტურის შესახებ სხვადასხვა რეგიონის მონახულებით“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.

ტურიზმის კვლევის მიხედვით, იაპონიას მხოლოდ ოქტომბრის თვეში დაახლოებით 2,5 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მოგზაურები ძირითადად სტუმრობენ კანტოს რეგიონს, სადაც ტოკიო მდებარეობს, ასევე კანსაის რეგიონს, სადაც ოსაკა და კიოტო მდებარეობს. უფრო მცირე ზომის ქალაქები კი ტურიზმიდან შემოსავალს ვერ იღებენ, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა იაპონიის ავიახაზებმა მოგზაურთა წახალისება.

ვის შეუძლია უფასო ბილეთის მიღება?

თუ მოგზაური ცხოვრობს იაპონიის გარეთ ან თუ მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი აქვს სხვა ქვეყანაში, თუ იაპონიაში იქნება 2020 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში, და თუ JAL Mileage Bank-ის წევრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები