იაპონიის სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსაკუთრებით არასახარბიელო მონაცემებს ასაჯაროებს - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა წლიურად 2.3%-ით შემცირდა, რაც წინასწარ პროგნოზირებულზე გაცილებით უარესი შედეგია.
მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას, ძირითადად, კერძო სექტორის ბრუნვის შემცირება, ექსპორტის კლება, ეროვნული ვალუტის მერყეობა და ეკონომიკური აქტივობის შენელება განაპირობებს. განსაკუთრებით დიდი დარტყმა იაპონიის ეკონომიკამ აშშ-ის ტარიფების გამო მიიღო, რადგან ამომავალი მზის ქვეყანა ყველაზე მეტად სწორედ ამერიკაში ექსპორტზე იყო დამოკიდებული.
ექსპერტების შეფასებით, იაპონიის ეკონომიკა რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას, რომლის დასაძლევად ქვეყნის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ერთიანი ძალებით უნდა იმოქმედონ. სწორედ ამიტომ, ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ ეკონომიკური აქტივობის წასახალისებელი პაკეტი დაამტკიცა და აშშ-ის პრეზიდენტთან ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა.




























