2015 წლის შემდეგ, პირველად, იაპონია რეცესიაშია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსის გავრცელება დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოს მესამე ეკონომიკის ბიზნესზე, მომხმარებელთა ხარჯებსა და გაყიდვების მაჩვენებელზე, რომელიც აპრილის თვეში გასული წლის ოქტომბრის შემდეგ 10%-ით არის შემცირებული.
კერძო მოხმარების, კაპიტალური ხარჯებისა და ექსპორტის შემცირების გამო, წინა კვარტლებთან შედარებით, წლის პირველ კვარტალში იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4 პროცენტით შემცირდა.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაპონიის ეკონომიკა აპრილი-მაისის პერიოდში 22%-ით შემცირდება და თუ ეს მოხდა, ეს იქნება იაპონიის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნა.
BBC-ის მიხედვით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ უკვე დაანონსა 1 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანას ისახავს მიზნად.




























