მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის ეკონომიკის მოცულობა მკვეთრად შემცირდა

იაპონია

იაპონიის სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგანგაშო მონაცემებს ასაჯაროებს - მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა წლიურად 2.1%-ით შემცირდა, რაც თითქმის სამჯერ უარესი შედეგია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას, ძირითადად, კერძო სექტორის ბრუნვის შემცირება, ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის კლება განაპირობებს.

ექსპერტების შეფასებით, იაპონიის ეკონომიკა რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას, რომლის დასაძლევად ქვეყნის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ერთიანი ძალებით უნდა იმოქმედონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები