მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიის ხელისუფლება AI ინდუსტრიის განვითარებაზე წლიურად $6.5 მილიარდს დახარჯავს

იაპონია

იაპონიის სამთავრობო კოალიციამ გამოაცხადა, რომ მომავალ წლებში ნახევარგამტარების წარმოებასა და AI სექტორის განვითარებაზე ყოველწლიურად $6.5 მილიარდი დაიხარჯება. სანაე ტაკაიჩის კაბინეტში აანონსებენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. როგორც მთავრობაში განმარტავენ, დაანონსებული ნაბიჯები ადგილობრივი წარმოების განვითარებას, უცხო ქვეყნებსა და მათ მიერ წარმოებულ ჩიპებზე დამოკიდებულების შემცირებას და კონკურენტული პროდუქტების შექმნას მოხმარდება.

საუბარია ე.წ. დატა ცენტრების აგებაზეც, რაც იაპონიას საკუთარი ქლაუდ სერვისების განვითარებაში შეუწყობს ხელს. გადაწყვეტილების ავტორები აღნიშნავენ, რომ იაპონიის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარებისთვის მსგავსი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

ცნობისთვის, სანაე ტაკაიჩის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ იაპონიამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ AI ინდუსტრია გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები