მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას მათთვის, ვინც საქართველოდან ამ ქვეყანაში მიემგზავრება

5fa2e585bc369
თამთა ჯიჯავაძე
04.11.20 22:45
1416
საქართველოდან იაპონიაში შესვლისას საიმიგრაციო შეზღუდვები კვლავ გარკვეული გამონაკლისებით გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, იაპონიაში დასაშვებია ბიზნეს პერსონალის, მათი ოჯახის წევრებისა და საერთაშორისო სტუდენტების შესვლა. გამგზავრებამდე აუცილებელია გამგზავრების ქვეყნიდან ინსპექტირების მოწმობის მიღება, ასევე, იაპონური მასპინძელი კომპანიის/ორგანიზაციის არსებობა, რომელიც მოამზადებს საჭირო საბუთებს.

ამასთან, აუცილებელია იაპონიაში შესვლის შემდეგ 14 დღის მანძილზე სახლში ან სხვა ადგილას თვითიზოლაციაში ყოფნა. საზოგადოიებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კი არ არის ნებადართული.

საელჩოს ცნობით,  ეს ინფორმაცია განკუთვნილია მათთვის ვინც საქართველოდან იაპონიაში მიემგზავრება.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ: როგორ მოვითხოვოთ ვიზა –https://www.mofa.go.jp/ca/fna/page22e_000921.html

როგორ მოვიქცეთ გამგზავრებამდე – https://www.mofa.go.jp/ca/cp/page25e_000337.html

ცნობისთვის, იაპონიაში კორონავირუსის 102,900 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან მხოლოდ ბოლო 24 საათში 619 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები