მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის საპენსიო ფონდი ბიტკოინში ინვესტირებას განიხილავს

იაპ

იაპონიის საპენსიო ფონდი, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს, ბიტკოინში ინვესტირების პერსპექტივას განიხილავს.

როგორც ცნობილია, საპენსიო ფონდის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უკვე დაიწყო დაიწყო ბიტკოინის საინვესტიციო შესაძლებლობის შესწავლა და მის ლიკვიდურობასთან დაკავშირებით ანგარიშის მომზადება, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასავლელ აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს.

იაპონიის საპენსიო ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და ის ინვესტიციას ახორციელებს როგორც კომპანიების აქციებში, ობლიგაციებსა და სავალო ინსტრუმენტებში, ასევე ოქროში, უძრავ ქონებასა და ალტერნატიულ აქტივებში, სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაში გადის ბიტკოინი.

ექსპერტების შეფასებით, იაპონიის საპენსიო ფონდის ბიტკოინით დაინტერესება პირდაპირ კავშირშია უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე კრიპტო ETF-ების დამტკიცებასთან, რამაც კრიპტოინდუსტრიას საერთაშორისო აღიარება და ლეგიტიმაცია მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები