მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური იენი 30-წლიან მინიმუმამდე გაუფასურდება - Goldman Sachs

იაპონური იენი

ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე იაპონიის ეროვნული ვალუტა 30-წლიან მინიმუმამდე გაუფასურდება და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 155 იენს მიაღწევს, შედარებისთვის, წლის დასაწყისში კურსი 115 იენი იყო.

მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის იაპონიის ეროვნულ ვალუტას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც ძირითადად ქვეყნის ცენტრალური ბანკის უმოქმედობით არის განპირობებული.

მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, იაპონიის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 0%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს, აშშ-ის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი კი გამკაცრების პოლიტიკას აქტიურად განაგრძობენ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მოგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი კი 0%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის განსაკუთრებით არამიმზიდველ ვალუტად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები