იაპონური საფონდო ბირჟა მკვეთრ აღმასვლას განაგრძობს, მიმდინარე კვირას ფლაგმანურმა NIKKEI-ს ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ერთწლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 49%-ია, ბოლო 6 თვეში კი ინდექსის მოცულობა 35%-ით გაიზარდა.
ამომავალი მზის ქვეყნით ინვესტორების დაინტერესება პრემიერ-მინისტრად სანაე ტაკაიჩის არჩევით და ბოლოს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით არის განპირობებული. ინვესტორების შეფასებით, ტაკაიჩი იაპონიაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს და ქვეყანას მდგრადად განვითარების საშუალებას მისცემს.
ამასთან, ინვესტორებს განსაკუთრებით მოსწონთ იაპონიის ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის ცვლილება და ტაკაიჩის კაბინეტის მიერ დაანონსებული ცვლილებები.




























