Goldman Sachs-ის ანალიტიკური დეპარტამენტის შეფასებით, იაპონური საფონდო ბირჟის მიმართ ინტერესი იზრდება, განსაკუთრებით ამერიკელი ინვესტორების მხრიდან.
როგორც საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, იაპონური Nikkei 225 ინდექსის შეფასებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც პრემიერ-მინისტრად სანაე ტაკაიჩის არჩევით და მასთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრით არის განპირობებული. ამ მოვლენების ფონზე, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ იაპონიის ახალი მთავრობა საჭირო რეფორმებს გაატარებს იმისათვის, რომ კერძო სექტორმა ზრდა-განვითარება შეძლოს.
განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინები ინვესტორებს იაპონური ტექნოლოგიური კომპანიების, AI-სტარტაპების და ბიოლოგიური კვლევითი ცენტრების მიმართ აქვთ.
Goldman Sachs-ის შეფასებით, თუკი ტაკაიჩის მთავრობა იმედებს გაამართლებს, მაშინ იაპონური საფონდო ბირჟის აღმასვლა გარდაუვალი იქნება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ წელს Nikkei 225 ინდექსს 30%-იანი ზრდა აქვს, შედარებისთვის, ამერიკული S&P 500-ის ზრდის მაჩვენებელი 15%-ია, ანუ იაპონიას 2-ჯერ უკეთესი შედეგი აქვს.




























