მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური სტარტაპი იენთან მიბმულ პირველ სტეიბლკოინს გამოუშვებს

იაპონია
BM. GE
25.08.25 08:30
1223

იაპონურმა ფინტექ სტარტაპმა, JPYC-მა სახელმწიფო რეგულატორისგან იენზე მიბმული სტეიბლკოინის გამოშვების უფლება მოიპოვა და ქვეყნის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამს.

ციფრული ვალუტის კურსი იაპონურ იენთან მიმართებით 1:1-ზე იქნება და ის სახელმწიფო ბონდებითა და ბანკებში ჩადებული დეპოზიტებით გამყარდება. ეს აღნიშნულ სტეიბლკოინს მეტ სტაბილურობასა და სანდოობას შესძენს.

თავდაპირველად, JYPC-ის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა იაპონურ საინვესტიციო ფონდებზე იქნება გათვლილი, თუმცა მომავალში საერთაშორისო კლიენტებსაც მოემსახურება. რაც შეეხება JYPC-ს მიერ მოგების მიღებას, სტარტაპი გადარიცხვებისთვის დამატებითი გადასახადის დადებას არ აპირებს. შემოსავლებს კომპანია მომხმარებლების მიერ შეძენილი სახელმწიფო ბონდებიდან მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები