თბილისის მერი კახა კალაძე სკოლების ადმინისტრაციებს მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალებების დარეგისტრირებისკენ, რათა სასკოლო ავტობუსებმა საავტობუსე ზოლებით სარგებლობა შეძლონ.
ცნობისთვის, 1 იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია სასკოლო ავტობუსების საავტობუსე ზოლში გადაადგილება.
„კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია მუნიციპალიტეტს მიმართოს, მიაწოდოს სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულების შესახებ ინფორმაცია, შეათანხმოს ტრანსპორტის ვიზუალი და შემდეგ უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება საავტობუსე ზოლების გამოყენებით.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარების გადაადგილების უსაფრთხოება, რათა ისინი დილის და საღამოს საათებში არ იდგნენ საცობში.
ყველა სკოლას შეუძლიათ ამის გამოყენება, იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით იმაში, რომ შევითანხმოთ ავტობუსების ვიზუალი, დავარეგისტრიროთ და შეგეძლოთ ავტობუსის ზოლების გამოყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.