მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 3 უცხოელია დაკავებული - შსს

იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი. პოლიციამ სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები