მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარფის" საბაჟოზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა | RS

იარაღი

"სარფის" საბაჟოზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"სარფის“ საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების სალონში წინასწარ მოწყობილ სამალავებში, სხვადასხვა დასახელების 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 ცალი საბრძოლო ვაზნა და 8 ერთეული იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები