16 თებერვლიდან 13 აპრილამდე, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციები მომხმარებლებს უნიკალურ შანსს აძლევს, გადააქციონ ყოველდღიური ნაბიჯები რეალურ ინვესტიციად. Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ორი კომპანიის ერთობლივი ლიდერბორდი იწყება, სადაც მონაწილეები კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს და გლობალური ბრენდის „The Coca-Cola Company-ს“ აქციების მფლობელები გახდებიან.
ანუ, კოკა-კოლას აქციების მოგება ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე პრიზის მიღება - ეს არის შესაძლებლობა გახდე გლობალური წარმატების ისტორიის თანამონაწილე და შენი ნაბიჯები ფინანსურ შესაძლებლობად გადააქციო.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „თიბისის“ კოლაბორაცია ზრდის ნდობას, აძლიერებს ბაზარს და ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას. კამპანია აერთიანებს აქტიური ცხოვრების წესს, ინოვაციურ ციფრულ გამოცდილებასა და საინვესტიციო შესაძლებლობას ერთ სივრცეში.
გათამაშება 4 ორკვირიან ციკლს მოიცავს, რომლის მიმდინარეობისას ყოველ ორ კვირაში ერთხელ 5 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება. 2 თვიანი კამპანიის ფარგლებში, 20 გამარჯვებული The Coca-Cola Company-ის სხვადასხვა ღირებულების აქციებით დასაჩუქრდება. გამარჯვებულებს პრიზები „თიბისის“ მობაილბანკში, მათ საინვესტიციო ანგარიშზე ჩაერიცხებათ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინიციატივის მთავარ იდეას, რომ თითოეული ნაბიჯი შენი ფინანსური მომავლის ნაწილი შეიძლება გახდეს.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს, რომელიც ძალიან მარტივია; ამისთვის Coca-Cola Rewards Georgia-სა და თიბისი მობაილბანკის აპლიკაციები დაგჭირდებათ. Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს კოკა-კოლას ყვითელ თავსახურზე მოთავსებული უნიკალური კოდი; კოდის შეყვანის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს სიარულის რეჟიმი; ნაბიჯების დასაგროვებლად მომხმარებელმა უნდა დაიწყოს სიარული და 30 წუთის განმავლობაში დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი; ყოველ დაგროვებულ 100 ნაბიჯზე, მომხმარებელს ანგარიშზე 1 დამატებითი ქულა ერიცხება; გასათვალისწინებელია, რომ ერთდროულად რამდენიმე კოდის შეყვანის შემთხვევაში, სიარულისთვის დროის ათვლა დაიწყება ბოლო კოდის შეყვანიდან; მომხმარებელმა საინვესტიციო ანგარიში უნდა გახსნას „თიბისის“ მობაილბანკის პლატფორმაზე უფასოდ, 1 წუთზე ნაკლებ დროში; ტოპ 5 მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს, გახდება პრიზების მფლობელი; ერთ მომხმარებელს შეუძლია ორკვირიანი ლიდერბორდების გამარჯვებული გახდეს მხოლოდ ერთხელ;
ლიდერბორდის გამარჯვებულები პირველიდან მეხუთე ადგილის ჩათვლით მოიგებენ The Coca-Cola Company-ს აქციებს, 200-დან 1000 დოლარის ღირებულების. პრიზებს გამარჯვებულები The Coca-Cola Company-ის აქციების სახით, თიბისის მობაილბანკში მიიღებენ - მომხმარებლის საინვესტიციო ანგარიშზე.
აქციების პრიზად გადაცემა ნიშნავს, რომ გამარჯვებულები მხოლოდ ერთჯერად საჩუქარს არ მიიღებენ, არამედ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის თანამფლობელები გახდებიან. მსგავსი ფორმატის კამპანია მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც მომხმარებლებისთვის საინვესტიციო კულტურის გასაძლიერებლად, ისე ორი მსხვილი კომპანიის წარმატებული პარტნიორობისთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის.


































