მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იარე და დასაჩუქრდი კოკა-კოლას აქციებით - "კოკა-კოლას" და "თიბისის" ლიდერბორდი გრძელდება

კოკა კოლა

"იარე და დასაჩუქრდი კოკა-კოლას აქციებით", ასეთია შესაძლებლობა, რომელსაც მომხმარებლებს "კოკა-კოლას" და "თიბისი" ერთობლივად სთავაზობენ.

Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ორი კომპანიის ერთობლივი ლიდერბორდი 16 თებერვალს დაიწყო და 13 აპრილამდე გაგრძელდება. მონაწილეები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, რომ გლობალური ბრენდის „The Coca-Cola Company-ს“ აქციების მფლობელები გახდნენ.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ანალიტიკისა და დაგეგმარების მენეჯერმა, ლევან ბურჭულაძემ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს ლიდერბორდში მონაწილეობა.

"თუ არ აქვს მომხმარებელს აპლიკაცია ტელეფონში, ჩვენი სასმელების ეტიკეტზე დატანილი არის QR კოდი, რომელსაც დაასკანერებს და გადაიყვანს უკვე აპლიკაციის გადმოწერის გვერდზე. როდესაც ჩამოტვირთავთ და დარეგისტრირდებით, იქ იქნება კოდის შესაყვანი ველი. კოდი მოთავსებულია თავსახურის ქვეშ, არის უნიკალური ათნიშნა კოდი. როდესაც უკვე კონკრეტულად „თიბისის“ თამაშის გვერდზე გადახვალთ, იქ არის „Coke Walk“ და პირდაპირ ჩაგირთავთ წამზომს. როდესაც კოდს შეიყვანს მომხმარებელი, 30 წუთის განმავლობაში უნდა იაროს. ვინც მეტ ნაბიჯს გაივლის და მეტ კილოკალორიას დაწვავს, უფრო მეტი ქულა ერიცხება, ყოველი 100 ნაბიჯი ერთი ქულაა. საბოლოოდ უკვე მაისში გვეყოლება ჩვენ გამარჯვებულები. პირველი გამარჯვებული მიიღებს 1000 დოლარის ინვესტიციას „თიბისი ინვესტიციების“ გვერდზე გლობალური ბრენდის „The Coca-Cola Company-ს“ აქციაში, რომლის კაპიტალიზაცია ბაზარზე არის 347 მილიარდი და აქციის ფასი დღეისათვის ისტორიაში ყველაზე დიდ ნიშნულზეა მისული, რაც გუშინ იყო 80.72 დოლარი.

ჩვენს აპლიკაციაში არის 455 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ჩართული, რაც საქართველოს მოსახლეობის 12%-ია. 18-25 წლის ადამიანები, ვინც ჩვენი პირველი სამიზნე აუდიტორიაა, 47%-ია ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობიდან ჩვენს აპლიკაციაში ჩართული. გვინდა, რომ უფროსი თაობაც უფრო მეტად ჩავრთოთ",- ამბობს ლევან ბურჭულაძე.

თავის მხრივ, "თიბისის" ინვესტიციების გუნდის ლიდერი თარაშ ბარამია აღნიშნავს, რომ კამპანია წარმატებულად მიმდინარეობს.

"ჩვენი მიზანი არის, რომ მომხმარებელს მივცეთ განათლება და ცოდნა საინვესტიციო პროდუქტების შესახებ. საქართველო ვინაიდან მაინც ახალგაზრდა ბაზარი არის ამ მიმართულებით გვინდა, რომ ცნობადობა ინვესტიციების გარშემო ძალიან დიდი იყოს. 2023 წელს გაეშვა ინვესტიციების პროდუქტი და დღეს უკვე დაახლოებით 150 000 მომხმარებელი გვყავს, საიდანაც 40%-მდე არის ახალგაზრდები, Gen Z თაობა. „კოკა-კოლა“ არის ჩვენთვის ის არხი, საიდანაც შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა სეგმენტი ავითვისოთ და ამასთანავე, ზოგადად ჩვენი მხრიდან ის სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ, რომ ხალხს ინვესტიციები ვასწავლოთ. „კოკა-კოლას“ და ჩვენი სინერგია ისაა, რომ როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსი თაობა ერთვება",- აცხადებს თარაშ ბარამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები