მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იატაკის ტრენდები "ოლ-პი ჯგუფისგან" - ინტერვიუ ნიკოლოზ მაჩალაძესთან (R)

60f1298d573da
BM.GE
16.07.21 10:27
4227
14 წელზე მეტია "ოლ-პი ჯგუფი" ქართულ ბაზარს იატაკის ტექნოლოგიების სერვისს სთავაზობს. კომპანია სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს. მის პორტფელში წარმოდგენილია როგორც ინდუსტრიული, ასევე არტ მიმართულებით მოწყობილი იატაკის სისტემები.

"ოლ-პი ჯგუფის" სერვისებსა და იატაკის ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე გვესაუბრება.

- დიზაინის ტრენდებმა იატაკის სისტემების სხვადასხვა საინტერესო ფორმა გახადა პოპულარული. რომელია მათგან ყველაზე მოთხოვნადი?

- თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინერული კონცეფცია ბუნებრივ გარემოსთან სიახლოვეს გულისხმობს. ყველაზე მოთხოვნადიც ბუნებრივი მასალისგან შექმნილი პროდუქტებია, როგორიცაა ტერაცოს იატაკი. კომპოზიტური მასალა შეიცავს ქვას, შუშას, მარმარილოს. შესაძლებელია რეციკლირებული მასალის გამოყენებაც, რაც ბუნებრივი რესურსების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტერაცოს იატაკი დიზაინერების ფავორიტი პროდუქტია, რადგან საკმაოდ მრავალფეროვანი გადაწყვეტების საშუალებას იძლევა. გამოიყენება სასტუმროებში, სახლებში, ოფისებში, რესტორნებში, შოურუმებსა და აეროპორტებში. აღსანიშნავია, რომ ტერაცოს მიმართულებით ჩვენი პარტნიორია კომპანია "ჯიანელი", რომლის სახელოსნოშიც ტერაცოს დეკორატიული ნივთები, კედლისა თუ კიბის ფილები და ასევე მრავალი ინოვაციური პროდუქტი მზადდება. კომპანიების წარმატებული თანამშრომლობის შედეგი კი შეგიძლიათ შეაფასოთ პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრებში - ,,ვაკე პლაზა“, "სითი თაუერი" და ა.შ.



- ტერაცოს იატაკის გარდა, რა შეიძლება ვიხილოთ "ოლ-პი ჯგუფის" პროდუქტებში დეკორატიული იატაკების მიმართულებით?

- ინდუსტრიულ სტილში (ე.წ. LOFT) პოლირებული იატაკი უალტერნატივოა. აღნიშნული მიმდინარეობა გულისხმობს მის იდეალურ სინთეზს ბეტონის კედლებთან, ლითონის ელემენტებთან თუ ღია სავენტილაციო არხებთან. პოლირებული იატაკი განსაკუთრებით შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს მასშტაბურ სივრცეებში ქმნის. გარდა ამისა, პროდუქტის დამახასიათებელ უპირატესობა მოვლის სიმარტივე და გამძლეობა შეგვიძლია მივიჩნიოთ. ხოლო პროექტებში სადაც დიზაინის მთავარ ხაზს ფერები ქმნის, პოპულარულია პოლიმერული იატაკები. ზედაპირის ფაქტურა შეგვიძლია მივიღოთ როგორც პრიალა, ასევე გლუვი ეფექტით. პროდუქტების ასეთი ფართო არჩევანი განაპირობებს ,,ოლ-პი ჯგუფის“ მომსახურებაზე მაღალ მოთხოვნას, თუნდაც სასტუმროების სექტორიდან. ჩვენ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ნახავთ საქართველოში მოქმედ ყველა ცნობილ და პრემიუმ კლასის ობიექტებში: ,,პარაგრაფი“, "ბილტმორი", ,,რუმსი“, ლე მერიდიენ ბათუმი, ,,ბესტ უესთერნ გუდაური“, ,,მოქსი“, ,,სტამბა“, ,,პარკ ჰოტელი, ,,იბისი“, რადისონ ქოლექშენ წინანდალი“, ,,ჰოლიდეი გარდენ ინნ“ და ა.შ. ჩამოთვლილი ობიექტების ნაწილში შესრულებული გვაქვს ასევე ჰიდროიზოლაციისა და მოჭიმული იატაკის სამუშაოები, ისევე როგორც მოწყობილი გვაქვს საერთაშორისო სტანდარტის პარკინგის სისტემები. მინდა გამოვყო პარკინგის სისტემების მიმართულებით მასშტაბური პროექტები: სითი მოლი საბურთალო (მოეწყო OS8 სისტემა 30 000 კვ.მ. ტერიტორიაზე), M2(17 800 მ²), დომუსი, ლისი ვერანდა და ა.შ.



- როგორია თქვენი ჩართულობა ინდუსტრიულ პროექტებში?

- ინდუსტრიულ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოებით "ოლ-პი ჯგუფს" უკონკურენტო გამოცდილება აქვს, რომელიც ასევე მოიცავს მთელ რიგ განხორციელებულ პროექტებს მაღალტექნოლოგიური სასაწყობო ცენტრებისა თუ ქარხნებისთვის. ეს გულისხმობს იატაკის ტექნოლოგიების სრულ სერვისს, ობიექტების როგორც გარე, ასევე შიდა ტერიტორიაზე, ავტოსადგომების მოწყობას და ა.შ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ოლ-პი ჯგუფი“ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული პროექტების თანამონაწილეა.

- საინტერესოა, რა სტანდარტები აქვთ კვებისა და ღვინის მრეწველობის საწარმოებს და რა პროდუქტს უსადაგებს თქვენი კომპანია ამ მოთხოვნებს?

- კვებისა და ღვინის მრეწველობის და ასევე დაწესებულებებისთვის, რომელთა საქმიანობაც ადამიანის ჯანმრთელობას უკავშირდება (სამედიცინო და ფარმაცევტული ცენტრები, ლაბორატორიები და ა.შ.) "ოლ-პი ჯგუფი" ფლობს უნიკალურ პროდუქტს პოლიმერბეტონის იატაკის სახით. მის მოქმედებას ვერცხლის იონის შემცველი ანტიმიკრობული დანამატი პოლიგინი განსაზღვრავს. იგი განუწყვეტლივ გამოსცემს ვერცხლის იონებს იატაკის ზედაპირისკენ და იქ არსებულ ბაქტერიებსა თუ ვირუსებს სრულად ანადგურებს. აღნიშნულ პროდუქტი "ოლ-პი ჯგუფისთვის“ წამყვან ბრიტანულ ბრენდთან FLOWCRETE ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებშია ხელმისაწვდომი.

- რა განაპირობებს მსგავსი ფორმატის პარტნიორობას?

-საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობის კრიტერიუმები მკაცრია და მოითხოვს იატაკის ტექნოლოგიების საკმაოდ რთული სფეროს ნიუანსების სრულ ცოდნას. ჩვენი გამოცდილი გუნდი სისტემატურად გადის ინფორმაციულ და ტექნიკურ ტრენინგებს, რათა სრულ თანხვედრაში ვიყოთ იმ სტანდარტებთან და სიახლეებთან, რასაც საერთაშორისო ბაზარი მომხმარებელს სთავაზობს.

- პანდემიამ ბიზნესი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. როგორ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს "ოლ-პი ჯგუფი"?

- სირთულეების მიუხედავად, არ გავჩერებულვართ. მეტიც, ,,ოლ-პი ჯგუფმა“ ქართულ ბაზარს კვლავ შესთავაზა სიახლე - რუსტიკის იატაკი დიზაინერ ევგენია გორდინსკაიასთან თანამშრომლობით სპეციალურად ,,ტერმინალ თაუერისთვის“ შეიქმნა. პანდემიის პირობებში არა მარტო შევინარჩუნეთ გუნდი, არამედ სამეგრელოსა და აჭარაში რეგიონული წარმომადგენლობაც ავამოქმედეთ. გარდა ამისა, ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან“ ერთად, აქტიურად ვუჭერთ მხარს პროფესიული განათლების პროგრამებს და მსურველებს ჩვენს კომპანიაში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობას ვაძლევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები