მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იბერია ტურს“- მეეჭვება, ჯგუფებმა დაიწყონ ჩამოსვლა, რადგან უფრო იაფად ევროპის ქვეყნებში წავლენ

5f0d88f6de658
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.20 17:20
1580
13 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტირი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოისმინეს ჩვენი კითხვები და ფაქტობრივად ყველა მათგანზე გაგვცეს პასუხი - ამის შესახებ BM.GE-ს ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა და სასტუმროების „გუდაური ლოფტი“, „გეოგრაფი“ და Anaklia Resort Pratap's Signature-ს მმართველმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო 5 ქვეყანასთან საზღვრების უპირობო გახსნას, ფრენებთან დაკავშირებით ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების საკითხებს, ასევე საზღვარზე ტურისტების მიღების პროტოკოლებს, რაზეც სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს პასუხები. ხოლო იმ კითხვებზე, რაც მათ შეხვედრის მსვლელობის დროს დამატებით გაუჩნდათ, ეკონომიკის სამინისტორსა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაინიშნა Zoom-შეხვედრა, სადაც ამ კითხვებს გაეცემა პასუხები.

„დამატებით კითხვებზე რომელიც გვქონდა აპლიკაციასთან დაკავშირებით თუ ბიზნეს-მოგზაურებთან დაკავშირებით, ზუმ-შეხვედრა ჩაინიშნა. ასევე გვქონდა კითხვები კოვიდ-დაზღვევასთან დაკავშირებით და ამაზეც შეხვედრა ჩაინიშნა სადაზღვევო კომპანიებთან. შესაძლოა, კოვიდ დაზღვევა სავალდებულო არ იყოს, თუმცა, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა რომ შევთავაზოთ ვიზიტორებს ეს დაზღვევა და ის თავად გადაწყვეტს დაზღვევით ჩამოვიდეს, თუ აქ მოხდეს მისი შეძენა. თუმცა სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს დამატებითი შემოსავალი იქნება და ჩვენც უფრო მეტი თავისუფლება გვექნება ამ კუთხით. ამ ნაწილში კითხვები გვაქვს“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

„იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედების მიმართულებით დიდი იმედები არ აქვს და იმედს მხოლოდ ბიზნეს-ტურიზმის მიმართულებაზე ამყარებს. 

„სიმართლე გითხრათ ის ავიაკომპანიები, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძვირადღირებული კომპანიებია და ამ მხრივ დიდ ნაკადს არ უნდა ველოდოთ. ამ ფრენებიდან ველოდები იმას, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტებით ჩამოვა ხალხი. დიდად მეეჭვება, რომ ჯგუფებმა დაიწყონ ჩამოსვლა საქართველოში, იმიტომ რომ გაცილებით დაბალბიუჯეტურად თუნდაც ევროპის დაბალი დასნებოვნების ქვეყნებში წავლენ. პირდაპირ რომ გითხრათ, ჯგუფური ტურიზმის მოლოდინი არ გვაქვს. ჩემი მოლოდინია, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ძვრები დაიწყება, მაგრამ ან ოქტომბერში საქმე უნდა ჰქონდეს, ან ძალიან უნდოდეს საქართველოში ჩამოსვლა, რომ ვინმე აქეთ წამოვიდეს“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

აქედან გამომდინარე სასტუმრობის „გუდაური ლოფტის“, „გეოგრაფის“ და „Anaklia Resort Pratap's Signature“ მმართველი, თავისი ობიექტების ამოქმედებას ჯერ არ გეგმავს.

„გუდაურში სასტუმროებს „გუდაური ლოფტსა“ და „გეოგრაფის“ სავარაუდოდ ზამთრის სეზონისთვის გავხსნით და დაველოდებით ნაკადებს. რაც შეეხება Anaklia Resort Pratap's Signature-ს სასტუმრო საკარანტინე ზონად არის ქცეული და სანამ საჭირო იქნება, ასე იქნება“, - თქვა მაია მურაჩაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები