მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IBM და AMD კვანტური და სუპერ კომპიუტერებისთვის ერთიან პლატფორმას შექმნიან

კვანტური
BM. GE
29.08.25 23:06
696

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, IBM და AMD კვანტური და სუპერ კომპიუტერებისთვის ერთიან პლატფორმას შექმნიან. მათ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უკვე გააფორმეს.

ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი პლატფორმა IBM-ის კვანტური კომპიუტერებისა და AMD-ს სუპერ კომპიუტერების გამოყენებით შეიქმნება. მას “quantum-centric supercomputing”-ი ერქმევა და მიზნად ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების ამოხსნას დაისახავს, როგორიც, მაგალითად, პრობლემური დაავადებების განკურნებისთვის საჭირო ახალი რეცეპტების გამოგონებაა.

ორი კომპანიის ერთობლივი პროექტის წარდგენას გამოხმაურება ბირჟაზეც მოჰყვა. AMD-ს აქციების ფასი 2%-ით, IBM-ის კი 0.8%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ტექ-გიგანტების გაერთიანება კვანტურ რბოლაში მნიშვნელოვანი განაცხადია და კონკურენციის ზრდასთან ერთად ტექნოლოგიის გაუმჯობესებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები