მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IBM კომპანია Apptio-ს $5 მილიარდად ყიდულობს

649959b7a9461
გიორგი თოლორდავა
27.06.23 01:00
799
ამერიკული ტექნოლოგიური ჰოლდინგი IBM კომპანია Apptio-ს 5 მილიარდ დოლარად ყიდულობს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია და საბოლოო შეთანხმება კვირის ბოლომდე იქნება ცნობილი.

Apptio-ს დანიშნულება ბიზნესებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაა, უფრო კონკრეტულად, კომპანია ხარჯების ოპტიმიზაციისათვის შექმნილ პლატფორმას ფლობს, რომელსაც ასობით მსხვილი კომპანია იყენებს.

Apptio ამჟამად კერძო საინვესტიციო ფონდის, Vista Equity-ს მფლობელობაშია, თუმცა გარიგების დასრულების შემდეგ მისი მმართველი ამერიკული IBM გახდება, რომელიც საფონდო ბირჟაზე საჯაროდ დალისტული კომპანიაა.

IBM-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, კომპანია ტექნოლოგიური ინდუსტრიის ახალი ეპოქისთვის ემზადება, რომელიც Cloud-სერვისებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და კვანტურ კომპიუტერებზე იქნება დაფუძნებული, Apptio-ს შესყიდვა კი სწორედ ამ ეპოქისათვის სამზადისის ნაწილია.

კომპანია IBM ნიუ-იორკში 112 წლის წინ დაფუძნდა და ის მსოფლიოს 177 სახელმწიფოში ოპერირებს. კომპიუტერული მოწყობილობებისა და სერვისების წარმოების ინდუსტრიაში IBM ყველაზე გამოცდილი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 118 მილიარდ დოლარს შეადგენს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები