მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IBM-მა აშშ-ში $150 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

IBM Company

კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი მსხვილი ამერიკული კომპანია International Business Machines-ი (IBM) წარმოების გაფართოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში 150 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული თანხა ახალი ქარხნებისა და საწარმოების აშენებას მოხმარდება, რომელთა წყალობით, ქვეყანაში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, IBM-ის მიზანი AI-ტექნოლოგიის და კვანტური კომპიუტერების განვითარება იქნება, რასაც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ეს $150-მილიარდიანი ინვესტიცია მომდევნო 4-5 წელიწადს მოიცავს, რაც ზუსტად ემთხვევა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც თეთრ სახლში სწორედ 47-ე პრეზიდენტის დასახლებას უკავშირდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ IBM-ის საბაზრო შეფასება $220 მილიარდს შეადგენს და ის აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, რომლის ყოფილი თანამშრომლები ამჟამად პლანეტის უმსხვილესი კომპანიების დამფუძნებლები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები