მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ICC Georgia მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს ორგანიზაციებს, დაგმონ ანტიდემოკრატიული არჩევნები" - განცხადება

ფადი ასლი

ICC Georgia გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ბოლო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და მთავრობის მიერ საქართველოს ევროპული კურსის ცვლილების გამო. განცხადებას ICC Georgia ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ICC Georgia გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო.

"საარჩევნო პროცესში მასიური, სისტემური დარღვევების შესახებ ცნობებმა, მათ შორის არჩევნების თარიღამდე, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ბიზნესსაზოგადოებაში.

დემოკრატიული პროცესების მთლიანობა ფუნდამენტურია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპებისადმი ქვეყნის ერთგულებისთვის, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ გადახრას ამ გზიდან რუსეთთან მორგებული პოზიციისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ICC Georgia აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც გამოთქვა მსგავსი შეშფოთება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მიიჩნევს მას არალეგიტიმურად და მოწოდებას აკეთებს დემოკრატიული ნორმების დაცვისა და გამჭვირვალობისკენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურად დაინტერესებულ ყველა მხარეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და დაცვა.

როგორც ევროპასთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტიური მონაწილე, ICC Georgia ხაზს უსვამს ამ ტრაექტორიის შენარჩუნებას ჩვენი ერის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და დაუყოვნებლივ ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წარმართავს ნეიტრალური საერთაშორისო ორგანოები, რათა ხალხის ნება თავისუფლად და ლეგიტიმურად იქნეს გამოხატული.

ICC Georgia ასევე მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნესორგანიზაციებს, დაგმონ ეს ანტიდემოკრატიული არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ჩვენი ევროპული გზიდან ნებისმიერი გადახვევის მცდელობა", - წერია განცხადებაში.

ICC Georgia არის ერთ-ერთი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც აგრძელებს საქართველოს ინტეგრაციის
მხარდაჭერას როგორც ევროკავშირში, ასევე გლობალურ ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები