მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ სამშენებლო ინდუსტრიაში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება გამართა

6321f39d4e155
BM.GE
14.09.22 19:23
508
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ პროექტის „სამშენებლო ინდუსტრიაში გენდერულ ნიადაგზე შევიწროების და ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის“ დასკვნითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარდა, სადაც მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) წარმომადგენელი ქეთევან გოგოჭური, პროექტის ექსპერტი და პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი წარსდგნენ.

„ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით სქესის ნიშნით , თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში, ამ მიმართულებით ბოლო წლებში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯი, კერძოდ 2019 წლიდან აიკრძალა შევიწროება და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებზე, ხოლო 2021 წლიდან შრომის ინსპექციის გაზრდილმა მანდატმა აღნიშნულ საკითხებზე ზედამხედველობაც მოიცვა.

შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე ,შევიწროებისა და ძალადობისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნაზე მთავარი პასუხისმგებლობა დამასქმებელს ეკისრება, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ცნობიერება და სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება ქმედითი შიდა მექანიზმებით. ვფირობ, ამგვარი პროექტები და ღონისძიებები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ძალადობისა და შევიწროების პრევენეციისა და თანასწორი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ურუნველსაყოფად.“

ღონისძიებაზე გაიმართა სამშენებლო სექტორისათვის აღნიშნული საკითხების ირგვლივ სარეკომენდაციო გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც პროექტის ტრენერმა და ასევე გზამკვლევის შემდგენელმა, ადამიანური რესურსების საკითხების ექსპერტმა, ნანა ყუფუნიამ წარადგინა.

პანელური დისკუსიის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანია „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“გენერალურმა დირექტორმა ივა სიხარულიძემ ჯანსაღი და დაბალანსებული სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ვრცლად ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული TOT ტრენინგის შედეგად, საპილოტე ტრენინგების ანმახორციელებელმა HR სპეციალისტებმა.

კომპანია „პრაიმ ბეტონის“ ადამიანების უფროსმა ოფიცერმა სალომე კვახაძემ აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით საპრევენციო და რეაგირების მექანიზმების დანერგვაზე ისაუბრა.

„ საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სამშენებლო სექტორში დასაქმებული კაცების რაოდენობა ბევრად ჭარბობს ქალების რაოდენობას. კვლევების შედეგად, ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება გენდერულ ნიადაგზე სამუშაო ადგილზე შევიწროების საფრთხე. ხშირად ამ საფრთხის იდენთიფიცირებაც კი არ ხდება, რომ არაფერი ვთქვათ რეაგირებაზე. თითოეული ჩვენგანის, განსაკუთრებით კი HR-ების ვალდებულებაა ჩვენს თანამშრომლებს შევუქმნათ ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაზიარდა საინტერესო პრაქტიკები, შეიქმნა გზამკვლევი - ეს ყოველივე კი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. დიდი მადლობა თითოეულ ჩართულ მხარეს ამ შესაძლებლობისთვის,“ - ამბობს სალომე კვახაძე.

პროექტი განხორციელდა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) მხარდაჭერით.

NS