მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ICR ჯგუფს საქართველოში იტალიური ბრენდი REPLAY შემოჰყავს

italian

ICR ჯგუფს საქართველოში იტალიური ბრენდი REPLAY შემოჰყავს. ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, REPLAY-ის მაღაზია თბილისში 2024 წლის მარტში გაიხსნება.

მისივე თქმით, ბრენდთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ადგილმდებარეობაც შერჩეულია, მაგრამ ჯერჯერობით, მისამართის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების ისეთ საერთაშორისო და ჩვენთვის ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: „ბატა“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერია“, „ოკაიდი“ და ა.შ.

"ინვესტიცია - ₾250 მლნ, საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხა - ₾300 მლნ“ – ICR ჯგუფის 30 წელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები