მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IDFI - ჭიდაობის ფედერაციამ თბილისის ერთი უბნიდან მეორეში ფორმების გადატანაში 8 276 ლარი დახარჯა

BM.GE
23.07.19 18:31
966
ჭიდაობის ფედერაციამ თბილისის ერთი უბნიდან მეორეში, ფორმების გადატანაში 8 276 ლარი დახარჯა- ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც დღეს ჭიდაობის ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გაასაჯაროა. მათი თქმით, ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები, არ არის თანხვედრაში სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან. მაგ. 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782,785 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია, მაშინ როდესაც სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3,500,000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები