მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იდუმალა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თოვლი
07.02.24 19:25
2533

იდუმალა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ28-კმ90 (იდუმალა- ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა, ხოლო თოვლისა და ნამქერების გამო, კმ90- კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ90 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.